მოჯთაბა ხამენეი მამის, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვას ვერ დაესწრება. ამის შესახებ ინდურ ტელევიზიას India Today ირანის უზენაესი ლიდერის წარმომადგენელმა, აიათოლა ჰაკიმ ელაჰიმ უთხრა.
“გასულ კვირას ირანში ვიყავი და შევხვდი რამდენიმე მეგობარს, რომლებიც მას [მოჯთაბას] შეხვდნენ. მათ მითხრეს, რომ მას სურს ხალხში გამოჩენა. სურს ადამიანებთან შეხვედრა. მაგრამ უსაფრთხოების სამსახური ამის უფლებას არ აძლევს. მათ თქვეს: “ეს ძალიან სახიფათოა და მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფა არ შეგვიძლია”. ვფიქრობ, ის საჯაროდ არ გამოჩნდება”,_ განუცხადა ელაჰიმ ტელევიზიას.

















