საუდის არაბეთის საინფორმაციო გამოცემა „ალ-ჰადათის“ ცნობით, ისრაელის უსაფრთხოების სამსახურის წყარო აცხადებს, რომ ირანის ლიდერი, მოჯთაბა ხამენეი ირანში არ იმყოფება.
ხამენეი, რომელიც უზენაეს ლიდერად 28 თებერვალს აშშ-ისა და ისრაელის დარტყმების შედეგად მამის დაღუპვის შემდეგ დაინიშნა, საზოგადოებაში არ გამოჩენილა და მას შემდეგ მხოლოდ წერილობითი განცხადებებით კომუნიკაციობს.
წყარო „ალ-ჰადათს“ უყვება, რომ ხამენეის შეტყობინებებს ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) ახალი მეთაური, აჰმად ვაჰიდი და კორპუსის სხვა წევრები წერენ.
„ირანის შიდა დაპირისპირებები ღრმაა და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის არსებობას ემუქრება“, — ნათქვამია წყაროს ციტირებისას.
ისრაელის წყარო ასევე აღნიშნავს, რომ აშშ-ს არ სურს, ისრაელმა ირანზე დარტყმებში მიიღოს მონაწილეობა, მაშინაც კი, თუ თეირანი ისრაელს თავს დაესხმება.














