14.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, სექტემბერი 9, 2026
banner

მოჯტაბა ხამენეიმ მუსლიმურ ქვეყნებს, „ნამდვილი მტრის“ წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდა

ისლამური ქვეყნების მიმართ ჩემი დაჟინებული რეკომენდაციაა: ამოიცანით ნამდვილი მტერი, გაიგეთ მისი გეგმა და დაუპირისპირდით, – ამის შესახებ ირანის უზენაესმა ლიდერმა მოჯტაბა ხამენეიმ განაცხადა.

ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ხამენეის Telegram-ის ანგარიშზე გამოქვეყნებულ წერილობით მიმართვაში აღნიშნულია, რომ ყველა, ვინც მუსლიმებს შორის განხეთქილებას ქმნის, „შეგნებულად თუ შეუგნებლად, ისლამის მტრებს ეხმარება“.

„ჩემი დაჟინებული და არაერთხელ გამოთქმული რეკომენდაცია ისლამური ქვეყნების, განსაკუთრებით კი დასავლეთ აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების მმართველებისადმი, არის: ამოიცანით თქვენი ნამდვილი მტერი, გაიგეთ მისი გეგმა და დაუპირისპირდით მას“, – განაცხადა ხამენეიმ.

აღსანიშნავია, რომ ხამენეი საჯაროდ არ გამოჩენილა მას შემდეგ, რაც ექვსი თვის წინ აშშ-ისრაელის საჰაერო დარტყმების დროს დაიჭრა.

banner
წინა სტატიაშირუსეთი: შეიარაღებული ძალები უკრაინის ენერგოობიექტებზე მასშტაბური დარტყმებისთვის ემზადება
შემდეგი სტატიაპესკოვი: რუსეთი ფრონტის ყველა მიმართულებაზე წინ მიიწევს