14.8 C
Tbilisi
სამშაბათი, მაისი 12, 2026
banner

მოჯტაბა ხამენეი: ირანის საზღვაო ფლოტი მზადაა, მტრებს ახალი მწარე მარცხი აგემოს

ისლამის არმია მამაცურად იცავს თავის წყლებს, მიწას და დროშას, აშიშვლებს ურწმუნოებისა და ამპარტავნების სისუსტეს, ირანის ფლოტი მზადაა, მტრებს ახალი დამარცხებების სიმწარე აგემოს,- ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ამის შესახებ ირანის სულიერმა ლიდერმა, მოჯტაბა ხამენეიმ განაცხადა.

ხამენეიმს განცხადებით, ირანის არმია წინ აღუდგა შეერთებული შტატების, ფეჰლავის რეჟიმის ნარჩენებისა და სეპარატისტების ბოროტ გეგმებს, რომლებსაც ირანის დაშლა სურდათ.

„ისლამის არმია ახლა, როგორც წინა ორ თავსმოხვეულ ომში, მამაცურად იცავს წყლებს, მიწას და დროშას, რომელიც მას ეკუთვნის. ძლიერ ღვთაებრივ და სახალხო მხარდაჭერაზე დაყრდნობით, შეიარაღებული ძალების სხვა მებრძოლებთან ერთად, კომპაქტურ და მყარ რიგებში დგას, ებრძვის ურწმუნოებისა და ამპარტავნების ფრონტს და მსოფლიოს თვალწინ აშიშვლებს მათ სისუსტესა და დამცირებას. ისევე, როგორც მისი დრონები ელვასავით ესხმიან თავს ამერიკელ და სიონისტ დამნაშავეებს. ირანის მამაცი ფლოტი მზადაა, მტრებს ახალი დამარცხებების სიმწარე აგემოს“, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიბრალი წარედგინათ პირებს, რომლებიც დაზარალებულს მკვლელობით დაემუქრნენ, ფული და ძვირფასეულობა გასტაცეს
შემდეგი სტატიაუკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მებრძოლებმა ანექსირებულ ყირიმში კომპლექსური ოპერაცია ჩაატარეს