მოიწვიონ ოფისში დიპლომატები და ჟურნალისტები რომ ყველა დარწმუნდეს, არანაირი იარაღი არ არსებობს – მიხეილ სააკაშვილი

ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ენმ-ს ოფისში “იარაღების აღმოჩენას”აპირებენ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი ეხმაურება და წერს, რომ მხარს უჭერს ოფისში დიპლომატებისა და ჟურნალისტების მიწვევის ინიციატივას იმისთვის, რომ ყველა დარწმუნდეს, არავითარი იარაღი ენმ-ს ოფისში არ ინახება:

მე მქონდა კონსულტაცია ჩვენს ოფისში გამაგრებულ ჩემს მეგობრებთან თბილისში და მხარს ვუჭერ მათ ინიციატივას, რომ მოიწვიონ ოფისში უცხოური საელჩოების დიპლომატები და ასევე ჟურნალისტები, რომ ყველა დარწმუნდეს, არანაირი იარაღი ნაციონალური მოძრაობის ოფისში არ არსებობს და არავინ არ ემზადება რაიმე სახის პროვოკაციებისთვის. მხოლოდ შიშველი ხელებით იცავენ თავიანთი პარტიის თავჯდომარეს და საკუთარ ოფისს და რომ ყველანაირი შემდგომი სპეკულაცია ამ თემაზე უნდა იყოს წინასწარვე გამორიცხული. რათა ასევე მოვუსპოთ შესაძლებლობა უზურპატორ და პროვოკატორ მთავრობას – პროვოკაციის მოწყობის, ჩადებული იარაღის ან რამე სხვა საბრძოლო მასალის გამოყენების.” წერს მიხეილ სააკაშვილი

აპირებენ თქვენს ოფისში იარაღის არსენალის “აღმოჩენას” – ნიკა გვარამია ოპოზიციას აფრთხილებს

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილთან დაკავშირებულ კომპანიას 112 მილიონი ლარის ტენდერები აქვს მოგებული
შემდეგი სტატიაგიორგი ვაშაძე ირაკლი ღარიბაშვილს მოუწოდეს უარი თქვას მოქალაქეების მიმართ ძალის გამოყენებაზე