მოითხოვონ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადება – მარიამ ჯიშკარიანი ადვოკატებს მიმართავს

ცენტრ “ემპათიას” ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი, მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველებს მოუწოდებს, სასამართლოს მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების მოთხოვნით მიმართონ.

როგორც ჯიშკარიანმა აღნიშნა, ეს აუცილებელია იმისთვის, რომ მესამე პრეზიდენტს ადეკვატური მკურნალობა ჩაუტარდეს.

ჯიშკარიანი ასევე მოუწოდებს პენიტენციურ სამსახურს, შეწყვიტონ მიხეილ სააკაშვილისთვის იმ მედიკამენტებით მკურნალობა, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას ხელს არ უწყობს და “ემპათიას” წარმომადგენლებს შესაბამისი რეკომენდაციების გასაცემად მესამე პრეზიდენტის მონახულების შესაძლებლობა მისცენ.

“მოვუწოდებთ პენიტენციურ სამსახურს, შეწყვიტოს არაადეკვატური სამედიცინო მომსახურება და თვითნებურად რაღაც მედიკამენტების მიცემა, ვინაიდან, ნეიროლეფსიური პრეპარატები იმ თავის ტვინის ორგანულ დაზიანებაზე, რომელიც მას აქვს, ანუ ვერნიკეს ენცეპალოპათიაზე და პოლინეიროპათიაზე, რეკომენდებული არ არის ანტიფსიქოზური პრეპარატების მიცემა. მისცეს საშუალება ცენტრი ემპათიას კვალიფიციურ ექსპერტებს, შევიდნენ, შეაფასონ მდგომარეობა და გასცენ რეკომენდაციები. ვერ ახორციელებენ ადეკვატურ მკურნალობას ვერცერთი მიმართულებით, იქნება ეს ფარმაკოთერაპიული მკურნალობა თუ სხვა ნეიროფსიქოლოგიური რეაბილიტაცია.

ადვოკატებს მივმართავთ, რომ სასჯელის გადავადებაზე შეიტანონ სასამართლოში სარჩელი და მოითხოვონ სასჯელის გადავადება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეიძლება დამძიმდეს”, – თქვა მარიამ ჯიშკარიანმა.

banner
წინა სტატიაშიწალენჯიხამ 14 ხმით საკრებულოს თავმჯდომარე აირჩია
შემდეგი სტატიათბილისში მიკროავტობუსის 76 სამარშრუტო ხაზი იფუნქციონირებს