„მოიტანეს ჩვენებები და ხელს გვაწერინებდნენ იმ წინაპირობით, რომ თუ არ მოვაწერდით, შესაძლო იყო ჩემი არასრულწლოვანი და და დედა დაეჭირათ”

მოიტანეს ჩვენებები და ხელს გვაწერინებდნენ იმ წინაპირობით, რომ თუ არ მოვაწერდით, შესაძლო იყო ჩემი არასრულწლოვანი და და დედა დაეჭირათ – ამბობს, ხორავას საქმეზე დაკავებული მიხეილ კალანდიას ძმა ლუკა კალანდია.

ლუკა კალანდიას თქმით, მათ დაწერილი ჩვენებები მიუტანეს და მათზე ხელი მოაწერინეს, რის შემდეგაც უთხრეს, რომ მათ გაუშვებდნენ, ხოლო საპატიმროში მათი მამა, თენგიზ კალანდია დარჩებოდა. მისივე თქმით, მთავარ სამმართველოში დაკითხვაზე მათ მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და ისინი მორალურ ტერორში იმყოფებოდნენ.

„მოიტანეს ჩვენებები და ხელს გვაწერინებდნენ იმ წინაპირობით, რომ თუ არ მოვაწერდით, შესაძლო იყო ჩემი არასრულწლოვანი და და დედა დაეჭირათ. ამ ყველაფერს ახლა იმიტომ ვამბობ, რომ ახლა დასაკარგი არაფერი გვაქვს. ეს ყველაფერი მოხდა იმიტომ, რომ პირველ დღეებში, ყველას ემახსოვრება, ალბათ, როგორი არეულობა იყო ქვეყანაში ამ ამბავთან დაკავშირებით და სჭირდებოდათ მეტი დაკავებული ადამიანი. სწორედ ამ მიზეზით დააკავეს ის ჩვენი ორი მეგობარი, ზაქარია წინწკალაძე და გიორგი შაბულიშვილი, რომლებიც უდანაშაულოები არიან და არაფერი იცოდნენ. ეს იყო მიზეზი, რომ მათ სჭირდებოდათ, რაც შეიძლება მეტი დაკავებული, რომ საზოგადოებაში მღელვარება ჩაეწყნარებინათ. პოლიტიკურად რომ არ გაჟღერებულიყო, დაპირისპირება რომ არ ყოფილიყო ოპოზიცასა და მთავრობას შორის, სავარაუდოდ, ამიტომ, ყველაფერი ამიტომ ხდება, ახლაც ამიტომ ხდება. ვერავის ვერ მივცემ ჩემი დაჩაგვრის უფლებას ვინც არ უნდა იყოს, ეს მთავრობა იქება, მაღალჩინოსანი, არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა,“ – განაცხადა ლუკა კალანდიამ.

banner
წინა სტატიაში“ეს იყო ხანმოკლე შეხვედრა, გაცნობითი” – დავით ზალკალიანი პრემიერისა და ზელენსკის შეხვედრაზე საუბრობს
შემდეგი სტატია,,აქტიური და მოქმედი სააკაშვილი ნიშნავს იმას, რომ ოფიციალური კიევისგან მას აქვს რაღაც ფორმის მხარდაჭერა” – ნინო კალანდაძე