მოისწრაფიშვილი : სესილია მალმსტრომმა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე აღნიშნა, აუცილებელია ექსპორტის ახალი სტრატეგიის შემუშავება, მათ შორის საქართველოსთან

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 19, 2019 13:39

მოისწრაფიშვილი : სესილია მალმსტრომმა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე აღნიშნა, აუცილებელია ექსპორტის ახალი სტრატეგიის შემუშავება, მათ შორის საქართველოსთან

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარს, სესილია მალმსტრომს შეხვდა. ამის შესახებ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, წელს 5 წელი სრულდება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ხელმოწერიდან და 10 წელი „აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის“ ამოქმედებიდან.

ხატია მოისწრაფიშვილის განცხადებით, შეხვედრაზე ევროკომისარმა აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში შეინიშნება ექსპორტის გლობალურად შემცირების ნიშნები, რისთვისაც აუცილებელია, მათ შორის საქართველოსთან ერთად, ექსპორტის ახალი სტრატეგიის შემუშავება.

ამასთან, ხატია მოისწრაფიშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა შეაფასა ევროკავშირში მიმდინარე პროცესები და აღნიშნა, რომ მიმდინარე მოვლენების გამო, ერთი მხრივ, საქართველოში გაჩნდა აზრი, რომ ევროკავშირს შეუსუსტდა საკუთარი პრინციპების დაცვის უნარი, საუბარია ბრექსიტზე, ასევე ევროპარლამენტის არჩევნებზე.

„თუმცა საქართველოს სწრაფვა ევროპისკენ ურყევია, ამიტომაც, საქართველომ უნდა შეძლოს, თავის სასარგებლოდ გამოიყენოს მიმდინარე პროცესები, ჩვენ უნდა მოვახდინოთ დარგობრივი ინტეგრაცია სპეციალური პროგრამების საშუალებით და ვისარგებლოთ ყველა იმ მნიშვნელოვანი პროგრამითა და სერვისით, რითაც ევროკავშირის ქვეყნები სარგებლობენ – ასეთია სალომე ზურაბიშვილის პოზიცია“, – განაცხადა ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 19, 2019 13:39

Google სტატისტიკა


3,408
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics