“მოისროლე ბიძინა” – საქართველოს დიდ ქალაქებში აქციები იმართება

“მოისროლე ბიძინა”, – ამ ლოზუნგით აქციები იმართება საქართველოს მასშტაბით დიდ ქალაქებში.

ორგანიზატორები ამ ფორმით ქვეყანაში არსებულ კულუარულ მმართველობას აპროტესტებენ.

სიტყვიერი შეურაცხყოფა მოყვა აქციას ქუთაისში აქციის მონაწილეებსა და მოქალაქეს შორის. თავისუფალი ზონის წევრები ადგილობრივი გამგეობას პროვოკაციაში ადანაშაულებენ.

ქუთაისში, თავისუფალი ზონის აქციაზე სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. აქციის წევრები ქუთაისის მერიასთან აქციას მართავდნენ სახელწოდებით „მოისროლე ბიძინა“, სადაც დღევანდელი ხელისუფლების გადადგომას ითხოვდნენ და ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობას აპროტესტებდნენ.

აქციის მონაწილეებს რამდენიმე მოქალაქე დაუპირისპირდა, რომლებმაც თავისუფალი ზონის წევრებს მიმდინარე აქციისა და ბიძინა ივანიშვილის ლანძღვის შეწყვეტისაკენ მოუწოდეს. გამვლელებსა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, თუმცა აქცია მშვიდობიანად და ფიზიკური შეურაცხყოფის გარეშე დასრულდა.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტის კომიტეტების სხდომაზე ოკუპირებული აფხაზეთის განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებზე იმსჯელეს
შემდეგი სტატიასასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი საქართველოში იაპონიის ტოშიო კაიტანს ელჩს შეხვდა