გუშინ, ღამის საათებში, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები საარჩევნო კამპანიის ფარგლებში აკრავდნენ სააგიტაციო მასალას, რა დროსაც ისინი შეაჩერა პოლიციამ და მათი გადაყვანა მოითხოვა პოლიციის განყოფილებაში, რასაც გამოეხმაურა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ელგუჯა ბაგრატიონი, რომლის თქმითაც პოლიციელები სატელეფონო ზარის მეშვეობით დავალებას იღებდნენ „ქართული ოცნების“ შტაბიდან და მისი თქმით, ეს არაფერია თუ არა ივანიშვილის შიში, რომ ის მალე დაკარგავს ძალაუფლებას და ცდილობს საარჩევნო კამპანიის ხელის შეშლას;
ელგუჯა ბაგრატიონის განცხადებით – „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები საარჩევნო კამპანიის ფარგლებში აკრავდნენ სააგიტაციო მასალას, რა დროსაც გადაადგილების დროს პოლიციამ შეაჩერა ისინი და მოითხოვა მათი გადაყვანა პოლიციის განყოფილებაში თითქოს და საარჩევნო ბანერის დაზიანების მიზნით შესული იყო შეტყობინება, რაზე დაყრდნობითაც აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და ამ გამოძიების ფარგლებში უნდა გადაეყვანათ პოლიციის განყოფილებაში. ჩვენ დროულად გამოვცხადდით ადგილზე და ვკითხეთ თუ რის საფუძველზე გადაჰყავდათ ეს ადამიანები პოლიციის განყოფილებაში. დაახლოებით სამი საათის განმავლობაში გრძელდებოდა ეს ყველაფერი, მითითებებს იღებდნენ ტელეფონით უცხო პირებისგან, სავარაუდოდ „ოცნების“ შტაბიდან და მანქანა, რომელშიც იყო სააგიტაციოა მასალა, გადაიყვანეს გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე გამოძიების ფარგლებში. ღამის ორ საათზე გამოიძახეს ექსპერტიზის ბიუროს თანამშრომლები და ადგილზე იქნა ამოღებული ეს მანქანა, რომელშიც იყო განთავსებული სააგიტაციო მასალა. როგორ ჩანს ივანიშვილი ხედავს, რომ კარგავს ხელისუფლებას და ყველა მეთოდით ცდილობს, რომ საარჩევნო კამპანიაში ხელი შეგვიშალოს.“ – განაცხადა ელგუჯა ბაგრატიონმა