მოიჯარეთათვის სახნავი და სათიბი მიწების შესყიდვაზე შეზღუდვები იხსნება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფოს მიერ იჯარით გაცემულ “სახნავი” კატეგორიის მიწის ნაკვეთებს, რომელთა გამოსყიდვაც შეუძლიათ მეიჯარეებს, დაემატა “სათიბი” მიწების კატეგორიაც, – ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

ასევე მოიხსნა შეზღუდვა, რომელიც მოიჯარეებისთვის მხოლოდ 10 ჰა-მდე ფართობის მიწის ნაკვეთის გამოსყიდვის უფლებას ითვალისწინებდა. სამინისტროს ცნობით, აღნიშნული ცვლილებით გაჩნდება შესაძლებლობა, დამატებით, კერძო საკუთრებაში გადავიდეს 11 ჰა-მდე სახნავ-სათიბი მიწა, რომელთა ჯამური საპრივატიზაციო ღირებულება 100 მილიონ ლარზე მეტია. აღსანიშნავია, რომ ინიციატივა დაახლოებით 2 206 კერძო მოიჯარეს შეეხება.

“პოსტპანდემიურ პერიოდში ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ რაც შეიძლება მეტი ქონება იყოს ჩართული ეკონომიკაში, ქმნიდეს დოვლათს და ასაქმებდეს ადამიანებს. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება – ფართოვდება ის მექანიზმი, რომლითაც მოიჯარეები შეიძენენ და გამოისყიდიან სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებს, რაზეც წლების განმავლობაში, იჯარის პროცესში აქვთ გაშენებული მრავალწლიანი ნარგავები, ამუშავებენ მიწებს, მაგრამ, სამწუხაროდ, იმის გამო, რომ ეს არის სახელმწიფო საკუთრება და მხოლოდ იჯარის ხელშეკრულება აქვთ ხელთ, არ შეუძლიათ საბანკო დაფინანსების მოზიდვა, ასევე შეზღუდულები არიან, რომ მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო პროგრამებში და, შესაბამისად, უფრო ეფექტიანად გამოიყენონ ეს სიკეთე”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

banner
წინა სტატიაშირუსეთი სლოვაკეთს “სპუტნიკ V”-ის დაბრუნებას სთხოვს
შემდეგი სტატიააშშ-ს საელჩო: ვუსამძიმრებთ ენგურის გადაკვეთისას დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს