მოიჯარეები სასოფლო-სამეურნეო მიწის ყიდვას 25%-იანი ფასდაკლებით შეძლებენ

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მოიჯარეები სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენას 25%-იანი ფასდაკლებით შეძლებენ. მისი თქმით, მთავარი ამოცანაა, დაუმუშავებელი მიწა არ დარჩეს.

“იმისთვის, რომ გავზარდოთ სასოფლო-სამეურნეო მიწის ხელმისაწვდომობა და საშუალება მივცეთ მოიჯარეებს უფრო ეფექტურად გამოიყენონ თავიანთი უფლება და პირდაპირი წესით შეიძინონ ეს მიწები, გადავწყვიტეთ, რომ ამიერიდან შესაძლებელი იქნება ამის გაკეთება 25%-იანი ფასდაკლებით”, – თქვა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ ეს ფერმერებს მისცემს მეტი პროგრამით ისარგებლონ, გარდა ამისა, მათთვის მიწის გამოსყიდვის შესაძლებლობები უფრო გამარტივდება.

banner
წინა სტატიაშინათია თურნავა „ნამახვანჰესზე“ – მივაღწიეთ იმას, რომ კაშხალი უახლოესი 12 თვის განმავლობაში არ აშენდება
შემდეგი სტატიაჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა და წვიმამ პრობლემები შექმნა