მოჰამედ ალის სიკვდილის მიზეზი დასახელდა

8ლეგენდარული სპორტსმენის, მოჰამედ ალის სიკვდილის მიზეზი სეპტიკური შოკი იყო, რომელიც ჯერჯერობით დაუდგენელი ბუნებრივი მიზეზებით წარმოიშვა – Reuters-ი ოჯახის ახლობლის ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ალის დაკრძალვა პარასკევს, 10 ივნისს გაიმართება კენკუტას შტატში, ლუისვილში. ის ღია იქნება ყველასთვის. ვისაც სპორტსმენთან გამოთხოვება სურს, ყველას შეუძლია მივიდეს.
მოჰამედ ალი 74 წლის ასაკში არიზონას შტატის ქალაქ ფინიკსის საავადმყოფოში დღეს დილით გარდაიცვალა.
გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, სუნთქვის პრობლემების გამო, ის საავადმოფოში გადაიყვანეს.
1984 წელს სპორტსმენს პარკინსონის დაავადების დიაგნოზი დაუსვეს.

ვირუსის ბლოკატორები