მოგზაურობის დამადასტურებელი საბუთის მქონე პირებს შესაძლებლობა ექნებათ, საჭიროების შემთხვევაში, მეორე აცრა განსხვავებული ვაქცინით ჩაუტარდეთ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, მოგზაურობის დამადასტურებელი საბუთის მქონე პირებს, შესაძლებლობა ექნებათ, საჭიროების შემთხვევაში, მეორე აცრა განსხვავებული ვაქცინით ჩაუტარდეთ.

როგორც გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა, პირებმა უნდა მიმართონ ამცრელ დაწესებულებებს და თან იქონიონ მოგზაურობის დამადასტურებელი საბუთი, რის მიხედვითაც მოხდება ვაქცინაციის დაგეგმვა.

„გარდა ამისა, ბოლო პერიოდის განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტროს მომართა არაერთმა მოქალაქემ, რომელსაც უწევს მოგზაურობა უცხოეთში სხვადასხვა მიზნიდან გამომდინარე და ისინი ითხოვდნენ აცრას იმ ვაქცინით, რომელიც აღიარებულია ევროკავშირში, აშშ-ში. ამდენად, მათთვის მნიშვნელოვანი იყო განმეორებითი ვაქცინაცია ამ დოზებით. ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრების რეკომენდაციების თანახმად, განსხვავებული ვაქცინით აცრა დასაშვებია პირველი ვაქცინაციის დასრულებიდან 28 დღის შემდეგ.

ამდენად, ჩვენს შემთხვევაშიც შეგვიძლია, გამოვიყენოთ ეს რეკომენდაცია და დავუშვათ განმეორებითი ვაქცინაცია იმ პირებისთვის, რომლებსაც ექნებათ მოგზაურობის დამადასტურებელი საბუთი მათ მიერ მოთხოვნილი ვაქცინით. ვაქცინა შეიძლება იყოს „ფაიზერი“ ან ნებისმიერი სხვა, რომელსაც ქვეყანა, სადაც პირი მიემგზავრება, იღებს. ამისთვის პირებმა უნდა მიმართონ ამცრელ დაწესებულებებს და თან იქონიონ მიზნობრიობის, ანუ მოგზაურობის დამადასტურებელი საბუთი, რის მიხედვითაც მოხდება ვაქცინაციის დაგეგმვა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

წინა სტატიაშიგამყრელიძე – თუ არ ავიცერით, გვექნება ძალიან რთული ნოემბერი
შემდეგი სტატიაგაბუნია – ვაქცინაცია სავალდებულო ვერ იქნება