მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ ეს ადამიანები პირველ კორპუსში შემოიჭრებიან -კვირიკაშვილი

თსუ-ს თვითმმართველობის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ბახვა კვირიკაშვილი რექტორს, უნივერსიტეტის უსაფრთხოების სამსახურს და ყველა შესაბამის ორგანოს მოუწოდებს, უზრუნველყონ არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩატარება.
როგორც კვირიკაშვილმა თსუ-ს პირველ კორპუსში განაცხადა, მას აქვს ინფორმაცია, რომ “აუდიტორია 115”-ის წევრები დაახლოებით 13:30 საათისთვის აპირებენ პირველ კორპუსში შეჭრას და მეორე და მესამე სართულების დაკავებას, სადაც ოთხი საარჩევნო უბანია განლაგებული.
”ჩვენ მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ პირველსაათიანი აქციის შემდეგ ეს ადამიანები პირველ კორპუსში შემოიჭრებიან და მეორე და მესამე სართულს აიღებენ, სადაც ოთხი საარჩევნო უბანია განლაგებული. მათი მიზანია, არჩევნების ჩაშლა და პიკეტირების მოწყობა. მოვუწოდებთ უნივერსიტეტის რექტორს, ადმინისტრაციას, უნივერსიტეტის უსაფრთხოების სამსახურს და ყველა შესაბანის ორგანოს, უზრუნველყონ არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩატარება და არ დაუშვან ვანდალების შემოჭრა”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი ქუმსიშვილი : ქვეყნის საგადასახადო პოლიტიკა ორიენტირებული იქნება ეკონომიკურ ზრდაზე
შემდეგი სტატიადავით სერგეენკო : ჯანდაცვის სამინისტრო ძირითადი ცვლილებების განხორციელებას რამდენიმე მიმართულებით გეგმავს