“მოგიწოდებთ, სასწრაფოდ გათავისუფლდეს ყველა ჟურნალისტი, რომელიც უსამართლოდ დააკავეს ბათუმსა და თბილისში” -ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

“მოგიწოდებთ სასწრაფოდ გათავისუფლდეს ყველა ჟურნალისტი, რომელიც უსამართლოდ დააკავეს ბათუმსა და თბილისში”, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ზე წერს.

“მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ განგრძობადი რეპრესიები, მათ შორის ჟურნალისტებისა და აქტივისტების დაკავება საქართველოში მიუღებელია.

ესტონეთი, როგორც “მედიის თავისუფლების კოალიციის” თანათავმჯდომარე, მოგიწოდებთ, სასწრაფოდ გათავისუფლდეს ყველა ჟურნალისტი, რომელიც უსამართლოდ დააკავეს ბათუმსა და თბილისში”, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშინიკოლაი პატრუშევი – უკრაინამ და მოლდოვამ, შესაძლოა, არსებობა შეწყვიტონ
შემდეგი სტატია“ბათუმელების” ოპერატორ გურამ მურვანიძეს 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს