მოგიწოდებთ, ნუ აყვებით ჭორებს, დავიცადოთ სანამ ვაქცინა გამოჩნდება – მეუფე ნიკოლოზი

კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტ მეუფე ნიკოლოზი ყველას მოუწოდებს, რომ კორონავირუსის ვაქცინასთან დაკავშირებით ჭორებს ნუ აყვებიან და მოიცადონ მანამ, სანამ ის ჩვენ ქვეყანაში რეალურად არ გამოჩნდება.

“მინდა მოგიწოდოთ ყველას, ნუ აყვებით ჭორებს, დავიცადოთ სანამ გამოჩნდება ეს ვაქცინა, ფიზიკურად ჯერ ეს ვაქცინა არ არის, ჩვენამდე არ მოუღწევია, აი რომ მოაღწევს და დადგება საკითხი გავიკეთოთ თუ არ გავიკეთოთ, მაშინ დავსვათ ის კითხვები რაც ჩვენ ყველას გვაინტერესებს, დავუსვათ ეს კითხვები ექიმებს”, – თქვა მეუფე ნიკოლოზმა.

მისი თქმით, კორონავირუსთან და ვაქცინასთან დაკავშირებით ცვლილებები მუდმივად ხდება. მიტროპოლიტმა ამ თემაზე ნათლისღების დღესასწაულის წირვის შემდეგ ისაუბრა.

“დღევანდელი ნაკურთხი წყალი წაიღეთ ხალხო სახლში, ასუხერთ, დალიეთ და არ მოგეკარებათ ავადმყოფობა თუ გჯერათ და თუ არ გჯერათ, ნუ რა ვქნათ, დაიჯერებთ”, – თქვა მან.

banner
წინა სტატიაშისებასტიან მოლინეუსი – მადლობას ვუხდი გიორგი გახარიას შესანიშნავი შეხვედრისთვის, რომლის დროსაც ქვეყნის მოსახლეობის ვაქცინაციის გეგმა განვიხილეთ
შემდეგი სტატიაგელათის კომპლექსის მთავარ ტაძარზე სამუშაოების სანებართვო პირობების შეუსრულებლობის გამო, კომპანიები 12-12 ათასი ლარით დაჯარიმდნენ