“მოგიწოდებთ, დაინტერესდეთ მამუკა ახვლედიანის ჯანმრთელობის მდგომარეობით”- მოსამართლემ გვენეტაძეს მიმართა

მოსამართლეთა რიგგარეშე მე-17 კონფერენცია კამათის ფონზე მიმდინარეობს. სააპელაციო სასამართლოში ახლად დანიშნული მოსამართლე გიორგი გოგინაშვილი მამუკა ახვლედიანის ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა.
ამ უკანასკნელმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ახვლედიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოძიებისკენ მოუწოდა.
“სამი წელია ახვლედიანი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეა და სამი საქმეც არ განუხილავს. როცა რეალური პრობლემა იყო, იგი ან მივლინებაში იყო, ან ბიულეტენზე. მოგიწოდებთ, დაინტერესდეთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით”, – მიმართა ნინო გვენეტაძეს მოსამართლე გიორგი გოგინაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი მიქაუტაძე კი აღნიშნა, რომ მამუკა ახვლედიანის მიერ გაკეთებული განცხადებები მხოლოდ მისი პირადი პოზიციაა და საქალაქო სასამართლოს სხვა მოსამართლეები ამას არ ეთანხმებიან.

banner
წინა სტატიაშიტიმოშენკომ იაცენიუკის გადაყენებასთან დაკავშირებით კენჭისყრას “ცირკი” უწოდა
შემდეგი სტატიაექსკლუზივი: სამეგრელოს საპატრულო დეპარტამენტში საკადრო ცვლილებებია