მოღალატე ლეიბორისტების მეტი, როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილს აღარავინ შერჩა

“ქართული ოცნების” მიერ შუალედურ არჩევნებზე დასახელებულ კანდიდატებს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ეხმაურება. ნათელაშვილი აცხადებს, რომ ოცნების მიერ დასახელეული კანდიდატები, კერძოდ ლადო კახაძე და გიზო გოგლიჩიძე მოღალატე ლეიბორისტები არიან.

“მოღალატე ლეიბორისტების მეტი, როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილს აღარავინ შერჩა. ლადო კახაძე, რომელიც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ დავდე, ისეთი სიჩქარით გადაბარგდა შევარდნაძის ბანაკში, პირდაპირ უზნეობის ბუღი დააყენა. რაც შეეხება გიზო გოგლიჩიძეს, ის ზესტაფონის კოორდინატორობიდან გადასკუპდა ბიძინას ნავში,”- წერს შალვა ნათელაშვილი.

banner
წინა სტატიაშიარასდროს დავუშვებთ, რომ რუსეთმა ვეტო გამოიყენოს და საქართველოს NATO-ში გაწევრიანება დაბლოკოს
შემდეგი სტატიასაქართველომ უნდა გაითვალისწინოს ეუთოს რეკომენდაციები არჩევნებთან დაკავშირებით