„მოგესალმებით ჩემს თანამშრომლებს“ – უსიამოვნო საუბარი თამარ ბელქანიასა და თეა წულუკიანს შორის

27 დეკემბერს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი წალენჯიხის სალოტბარო სკოლის პედაგოგებსა და აღსაზრდელებს შეხვდა.

შეხვედრაზე წალენჯიხის მერის მოადგილე თამარ ბელაქანიამ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ წალენჯიხის მერიის პრიორიტეტი კულტურა და განათლება ნამდვილად არის, თუმცა ბელქანიას თქმით, საჭიროა, რომ კულტურის სამინისტრომ სალოტბარო სკოლას მეტი ყურადღება მიაქციოს. ბელქანიამ წულუკიანს, როგორც ქვეყნის ვიცე-პრემიერსა და კულტურის მინისტრს მიმართა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მთავრობას სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე წერილებს უგზავნის,თუმცა უწყება პასუხად დუმილს ამჯობინებს.

მერის მოადგილემ წულუკიანს ენგურჰესსა და სქურის გზაზე გადაუკრა სიტყვა. სწორედ ამიტომ ბელქანიას გამოსვლა მინისტრ თეა წულუკიანს მაინცდამაინც არ მოეწონა და საკუთარი გამოსვლა ჩვეული ცინიზმით დაიწყო.

„მოგესალმებით ჩემს თანამშრომლებს“ – ეს იყო პირველი სიტყვები, რითაც წულუკიანმა პედაგოგებს მიმართა.

წულუკიანმა საკუთარ ცინიზმს ფრთები კიდევ უფრო მეტად შეასხა და თამარ ბრლქანიას საჯარო გადაბირებას შეეცადა და უთხრა, იქ რა გინდა, სადაც ხარ. ჩვენთან, ანუ ოცნებაში გადმოდი და დაფინანსებაც გექნება და ყველაფერიცო. ბელქანიას პასუხმაც არ დააყოვნა- “ზუსტად ვიცი  სადაც ვდგევარ და ჯობია ერთად დავდგეთ ხალხის სამსახურშიო”-უპასუხა მერის მოადგილემ ვიცე-პრემიერს.

წულუკიანის ცინიზმმა დარბაზი დაზაფრა, თუმცა უხერხულობა არავინ შეიმჩნია. ზოგადად, წულუკიანის უკბილო ცინიზმი არავის უკვირს, მაგრამ როცა კულტურის მინისტრი საჯარო შეხვედრაზე საზოგადოების პოლარიზაციას ცდილობს, ეს, მინიმუმ, არასახელმწიფოებრივია, მით უმეტეს, როცა ამ პოლარიზაციას მინისტრი საგანმანათლებლო დაწესებულებაში ცდილობს.

banner
წინა სტატიაშიწულუკიანის “ვიზიტი” წალენჯიხაში და ცინიზმი „ძალა ერთობაზე“
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამეგრელოში ბავშვებმა მეგრული ძალიან კარგად იცოდნენ