მოგესალმებით ბატონო ბიძინა, როგორ ბრძანდებით? არა მგონია კარგად იყოთ თქვენ, ან მე 2022 წელს – უსუფაშვილი

მოგესალმებით ბატონო ბიძინა, როგორ ბრძანდებით? არა მგონია კარგად იყოთ თქვენ, ან მე 2022 წელს – ამ სიტყვებით დაიწყო საკუთარი გამოსვლა “ლელოს” წევრმა, დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა პარლამენტში მიმდინარე დებატებისას.

უსუფაშვილმა ბიძინა ივანიშვილს მიმართა და შეახსენა 10 წლის წინანდელი მიზნები და დაპირებები, ის რისთვისაც პოლიტიკაში მოვიდა და რისთვისაც შესთავაზა თანამშრომლობა – ნამდვილად ევროპული საქართველო, მრავალპარტიულობა, ქვეყნის გამთლიანება, თავისუფალი მედია და .ა.შ

უსუფაშვილის თქმით, ვერ შეძლეს ვერც ერთი ამ დაპირების შესრულება:

“ძალიან ბევრი რამ სერიოზულად შეგვეშალა. მე არ ვიცი თქვენ როდის მოხვალთ იმ აზრზე რომ დაუფიქრდეთ რა შეგეშალათ. მე ძალიან ბევრ რამეს ვნანობ- ვერგაკეთებულს. იმას, რომ იმ 4 წლის განმავლობაში ის მანკიერი სისტემა შეგვეცვალა და ქვეყანა დაგვეყენებინა მართლა ევროპულ გზაზე. ეს რომ ვერ შევძელი მე და ბევრმა ჩემმა კოლეგამ, მთელი ჩემი ცხოვრება გამყვება ტვირთად” – თქვა უსუფაშვილმა.

უსუფაშვილის თქმით, ქვეყნის საქმე უბრალოდ ცუდად კი არა – ძალიან ცუდადაა:

მე მინდა ბატონო ბიძინა გითხრათ, რომ აი, ოპოზიციის წარმომადგენლები გამოდიოდნენ და ლაპარაკობდნენ, რომ ქვეყნის საქმე ცუდადაა, ევროპული ინტეგრაცია და ა.შ. არ დაიჯეროთ, ცუდად არაა საქმე. სიმართლე ისაა, რომ ძალიან ცუდადაა, ძალიან ცუდად და ქვეყნის ხელისუფლებისადმი ნდობის ხარისხი დემოკრატიული სამყაროს მხრიდან არასოდეს არ ყოფილა ასეთი თუ არ ჩავთვლით 92-93 წლების რაღაც გაუგებარ ამბავს, როცა ავტომატებით დავრბოდით ქუჩაში სუყველანი. იცით, რომ მე ეს ვიცი. იცით, რომ მე ერთ მისხალს არ ვუმატებ ამ ამბავს და არ ვტყუი. იმიტომ, რომ მტკივა, განვიცდი ამ ყველაფერს და თქვენი პრემიერი და მინისტრები რომ მიდიან და მოდიან და მერე ხალხი შოკში ჩავარდნილები გვიკავშირდებიან, რომ რა ხდება ამ ქვეყანაში, ამ ქვეყანას ხომ ეს ჰქონდა დაგეგმილი, ასეთ რაღაცეებს აპირებდით…რაშია საქმე?!” განაცხადა უსუფაშვილმა ტრიბუნიდან.

უსუფაშვილმა ივანიშვილს მიმართა, რომ ძალაუფლების შენარჩუნების მოტივით ის და მისი გუნდა დაადგა იმ გზას, რომელიც შეუთავსებელია ევროპასთან.

საქართველოს პარლამენტში ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით, დებატები მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაში30 წელია აშშ მხარს უჭერს საქართველოს სასამართლოს პროგრამებით – საელჩოს კომენტარი
შემდეგი სტატიავლადიმერ პუტინმა ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების მცხოვრებთათვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების გამარტივების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა