მოგერინიმ თურქეთზე პოზიტიურად ისაუბრა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში – ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა, რომ თურქეთი რეგიონში მნიშვნელოვანი პარტნიორი და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა. მან ამის შესახებ, სლოვენიაში მიმდინარე სტრატეგიულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
მოგერინიმ ასევე აღნიშნა, რომ თურქეთსა და ევროკავშირს შორის ხანდახან რთული მოლაპარაკებები მიმდინარეობს… „ამ ყველაფრის მიუხედავად მოლაპარაკებები გრძელდება. თურქეთი ამჟამად კანდიდატი ქვეყანაა. ჩვენ ევროკავშირში, ისინი კი თურქეთში ამ საკითხს განიხილავენ, თუმცა ამჟამად ეს საკითხი დღის წესრიგში არ არის. ჩვენ არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს, რომ თურქეთი, ახლო აღმოსავლეთის თვალსაზრისით და ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მნიშვნელოვანი როლის შემსრულებელი ქვეყანაა. თურქეთი როგორც სტრატეგიული პარტნიორი, სირიის, კვიპროსის და სხვა მრავალ საკითხებზე მოლაპარაკებებს ვაგრძელებთ“, განაცხადა მოგერინიმ.
შეგახსენებთ, რომ თურქეთს ბოლო დროს, ადამიანის უფლებების სფეროში არსებული დარღვევების გამო, საგრძნობლად გაუარესებული ურთიერთობები აქვს ევროკავშირთან და მის ლიდერ გერმანიასთან.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილთან ურთიერთობებში მისთვის არაფერი შეცვლილა
შემდეგი სტატიაჩინეთმა გაერო-ში ჩრდილოეთ კორეა დაიცვა