მოგერინიმ სირიაში გაზის გამოყენების გამო ასადს დააკისრა პასუხისმგებლობა

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ 4 აპრილს სირიაში მომხდარი გაზის შეტევის გამო პასუხისმგებლობა ბაშარ ასადს დააკისრა, თავისი პოზიცია მოგერინიმ დღეს ბრიუსელში დააფიქსირა – “დოიჩე ველემ” გაავრცელა.

თეთრმა სახლმა, ასევე 4 აპრილს სირიის ქალაქ იდლიბში გამოყენებული ქიმიური იარაღის შესახებ პასუხისმგებლობა ბაშარ ასადის მთავრობას დააკისრა – Reuters-მა გაავრცელა.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის საგარეო უწყებამ გაეროში საგანგებო სხდომის ჩატარება მოითხოვა სირიის კონფიქტში ქიმიური იარაღის გამოყენების გამო – ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-მარკ ერომ გაავრცელა.
“დღეს დილით ახალ ქიმიური შეტევა მოხდა იდლიბში. უკვე პირველივე ინფორმაციით გახდა ნათელი, რომ დაშავებულები ძალიან ბევრნი არიან, მათ შორის ბავშვები. მე განვკიცხავ ამ აღმაშფოთებელ მოქმედებას” – განაცხადა მინისტრმა. მან გაეროს უშიშროების საბჭოს, აღნიშნულთან დაკავშირებით, საგანგებო სხდომის ჩატარებისკენ მოუწოდა.

საღამოსკენ მინიმუმ 58-მდე გაიზარდა გაზის მოწამვლით დაღუპულთა რაოდენობა, რომელსაც სირიის ოპოზიციის წინააღმდეგ იყენებენ – Reuters-მა გაავრცელა. Al Arabiya-ს ცნობით კი, საუბარია 100 გარდაცვლილზე და 400 დაშავებულზე.
სირიელ აქტივისტებს ეჭვი აქვთ, რომ სირიის არმია ან რუსული ავიაცია ქიმიურ იარაღს იყენებს – ავიადარტყმების შემდეგ ბევრ ადამიანს სულის ხუთვა დაემართა, ასევე, ადგილობრივმა ოპოზიციურმა ქსელმა ბავშვების ფოტოები გამოაქვეყნა, რომლებიც, ორგანიზაციის თქმით, გაიგუდნენ.
სირიის მთავრობამ ადრე არა ერთხელ უარყო ქიმიური იარაღის გამოყენება.

 

banner
წინა სტატიაშირას ითხოვს კალაძე თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობის სანაცვლოდ
შემდეგი სტატიასირიაში გაზის გამოყენების შემდეგ მშვიდობიან მოსახლეობაში დიდი მსხვერპლია (ვიდეო)