(video)მოგერინი ბრიუსელის შესახებ პრესკონფერენციისას ატირდა

568ევროკავშირის საგარეო საქმეთა უმაღლესმა წარმომადგენელმა, ფედერიკა მოგერინმა ემოციები ვერ შეიკავა დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე, რომელიც ბრიუსელის ტერაქტებს ეხებოდა და ატირდა. მოგერინმა პრეს-კონფერენცია ჩაშალა.
პრესკონფერენციაზე ის გეგმავდა ბრიუსელთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაეკეთებინა. როგორც კი მოგერინმა ბრიუსელის სიტუაციის აღწერა დაიწყო, ცრემლები ვერ შეიკავა და დარბაზი დატოვა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ბრიუსელში აფეთქებების რამდენიმე სერია მოხდა. ტერაქტებზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.
არიან დაღუპულები და დაშავებულები.
ქვეყანაში ტერორისტული საფრთხის მეოთხე, მაქსიმალური დონეა გამოცხადებული.

 

https://youtu.be/uI4UHx1pW3A

banner
წინა სტატიაშიბელგიის პრემიერმა ბრიუსელის ტერაქტები და აბდესლამის დაკავებას ერთმანეთს არ დაუკავშირა
შემდეგი სტატიატრამპმა მთავრობას მოუწოდა ბრიუსელის ტერაქტების გამო აშშ-ს საზღვრები ჩაკეტოს