მოძრაობამ „შეცვალე“ მერიასთან აქცია „გადაღებე კალაძე“ გამართა

დედაქალაქის მერიასთან საზოგადოებრივმა მოძრაობამ „შეცვალე“ აქცია „გადაღებე კალაძე“ გამართა. მოძრაობის წევრები ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპის შეჩერებას ითხოვენ, რომელიც პირველი ოქტომბრიდან ამოქმედდა და ტაქსების A და B კატეგორიებად დაყოფას ითვალისწინებს.

მოძრაობის წევრების შეფასებით, რეფორმამ ტაქსების რაოდენობის შემცირება და ტაქსის ფასის გაზრდა გამოიწვია. მათ მერიის კანცელარიაში, სიმბოლურად, საღებავები დატოვეს.

„დღეს მოძრა​ობა „შეცვალეს“ წარმომადგენლები მოვედით თბილისის მერიასთან, ბატონ „მებელთან“, ვინაიდან მან დაუწესა რეგულაციები ადამიანებს, რომლებმაც თვითონ დაისაქმეს თავიანთი თავი, ტაქსის მძღოლებს, რომლებსაც სხვა გზა არ ჰქონდათ და გადაწყვიტეს, ლუკმა-პურისთვის ფული ასე ეშოვათ.

დღეს ჩვენ შეგვხვდა ტაქსის მძღოლი, რომელმაც თქვა, რომ მას იძულებით მოუწია 51 ლარად რაღაც ლიცენზიის აღება და ამ ლიცენზიით მას ექნება უფლება, რომ ოჯახში მიიტანოს წამლის ფული. მოვედით ამის გასაპროტესტებლად, რადგან ამ რეგულაციამ დაარტყა არა მხოლოდ ტაქსის მძღოლებს, არამედ ჩვეულებრივ მოქალაქეებსაც, რომლებიც არ მუშაობენ ტაქსის სფეროში, ვინაიდან ფასებმა მოიმატა. კონკურენციას უშლის ეს ადამიანი ხელს. ვისაც არ ჰყავს თეთრი ტაქსი, არ აქვს უფლება, ქუჩიდან აიყვანოს მგზავრი. შესაბამისად, ის იძულებული ხდება, იმუშაოს მხოლოდ კომპანიაზე და ამ მუშაობიდან შემოსული წილი უნდა გადაუხადოს სხვა კომპანიას. არათანაბარ პირობებში უწევთ ადამიანებს მუშაობა“, – აცხადებს მოძრაობა „შეცვალეს“ წევრი ნიკა ფარულავა

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტმა „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ კანონში ცვლილებებს ხელი მოაწერა
შემდეგი სტატიალარი გაუფასურდა – ეროვნული ბანკის ახალი კურსი