მოძრაობა “ტრიბუნამ” და გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატმა ლანჩხუთში, პარტიული სია წარადგინეს

პოლიტიკური მოძრაობა “ტრიბუნას” ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ და გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატმა ლანჩხუთში, პარტიული სია წარადგინეს.

დასახელდა სიის პირველი შვიდეული:

ლია მუხაშავრია
მარიკა მენაღარიშვილი
გიორგი სარჯველაძე
თეიმურაზ ჯორბენაძე
ნათია თვალაბეიშვილი
ინგა იმნაძე
ქეთევან წილოსანი.
დავით ჭიჭინაძის თქმით, 2 ოქტომბრის არჩევნები რეფერენდუმია და ყველა, ვინც თავისი პირადი ამბიციების გამო საერთო საქმის წინააღმდეგ წავა, ის საერთო საქმის მტერი იქნება.

“დღეს არც თანამდებობებისთვის იბრძვის ვინმე და არც ვინმეს მსუყედ დასაბინავებლად. 2 ოქტომბრის არჩევნები არის რეფერენდუმის დღეს! ჩვენ ბრძოლაში ვართ ცვლილებებისთვის! ბრძოლაში გადარჩენისთვის! და ყველა, ვინც თავისი პირადი ამბიციების გამო საერთო საქმის წინააღმდეგ წავა, ის საერთო საქმის მტერია”,- თქვა დავით ჭიჭინაძემ.

banner
წინა სტატიაშიანგელა მერკელი მოსკოვში ვლადიმერ პუტინს ხვდება
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი – საქართველოს 16 მოქალაქე ავღანეთიდან სამშობლოში ბრუნდება