მოძრაობამ „თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველო’’ დევნილებთან დაკავშირებით ალტერნატიული კონცეფცია შეიმუშავა

,,მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს’’ წევრის ელენე ხოშტარიას განცხადებით: ,,ხელისუფლებას და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს განზრახული აქვს შემწეობის ისეთი რეფორმის განხორციელება, რომელიც დიდი დარტყმა იქნება კონფლიქტის და დევნილთა სოციალური მდგომარეობის მოგვარებისთვის. ამიტომ ,,მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველომ’’ შეიმუშავა ალტერნატიული კონცეფცია, რომელიც გამორიცხავს დევნილთა რაოდენობის შემცირებას და აუმჯობესებს მათ სოციალურ მდგომარეობას. კერძოდ, პოლიტიკური სტატუსის მინიჭება მოხდება ავტომატურად ხელისუფლების მხრიდან, ასევე გაიზრდება დევნილთა შემწეობა 60 ლარამდე, რომლის მიღების ზღვარი 1500 ლარამდე იქნება და მას მიიღებენ ასევე სოციალურ დახმარებასთან ერთად.’’

banner
წინა სტატიაში“უნდათ ბათუმი განმეორდეს? – განმეორდება”- ხანძრის შედეგად დაზარალებულების აქცია კანცელარიასთან
შემდეგი სტატიასაქართველოს JAMIROQUAI ეწვევა