“მოძრაობა თავისუფლებისთვის” ე.წ. მოსმენების კანონზე არასამთავრობოებს ხვდება

,,მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველო’’ მოსმენების კანონთან დაკავშირებით დღეს კონსულტაციებს არასამთავრობო სექტორთან მართავს.

,,სამწუხაროდ, ქვეყანაში უკანონო მოსმენები მნიშვნელოვან პრობლემად რჩება, ვინაიდან ახალი კანონით, რომლის მიღებასაც უმრავლესობა აპირებს სიტუაცია არა თუ არ გაუმჯობესდება, არამედ გაუარესდება და პრაქტიკულად უკანონო მოსმენების დაკანონება მოხდება. ჩვენი ამოცანაა არასამთავრობო სექტორთან და სხვა პოლიტიკურ პარტიებთან ერთად ეს პროცესი გაგრძელდეს და საზოგადოებამ კვლავაც აიმაღლოს ხმა იმის წინააღმდეგ, რომ მას უკანონოდ უსმენენ და უთვალთვალებენ. კანონის მიღება არ ნიშნავს რომ საკითხი მოგვარებულია და პრობლემა მოხსნილია. ეს ასე არ არის და დღეს, არასამთავრობო სექტორთან და სხვა პოლიტიკურ პარტიებთან ერთად ჩვენ ვიმსჯელებთ მომავლის გზებზე, თუ როგორ უნდა გავაგრძელოთ აქტივობა და რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ დღეს თუ ვერ, მომავალში მაინც აუცილებლად ვაიძულოთ ხელისუფლება, რომ გადადგას ნაბიჯები და ქვეყანაში საბოლოოდ დაესვას წერტილი უკანონო მოსმენების პრაქტიკას,’’-განაცხადა დავით ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტმა 157 მსჯავრდებული შეიწყალა
შემდეგი სტატიაპარლამენტი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის შექმნის საკითხზე იმსჯელებს