მოძრაობა „სირცხვილიას“ წარმომადგენლები საქალაქო სასამართლოსთან აქციას მართავენ

მოძრაობა „სირცხვილიას“ წარმომადგენლები პარლამენტთან ადმინისტრაციული წესით დაკავებული სამი პირის სასამართლო პროცესის პარალელურად საქალაქო სასამართლოსთან საპროტესტო აქციას მართავენ.

მათი განცხადებიით, აქციის მონაწილეები უკანონოდ დააკავეს.

„ბუნებრივია, ვაპროტესტებთ იმას, რაც ხდება ამ შენობაში და მთელ ქვეყანაში. არჩევნები ხომ წაგვართვეს, ხომ დაგვაბრმავეს, ახლა არაფრის გამო იჭერენ ადამიანებს და სცემენ პოლიციის შენობასი. ეს არის სისიტემა, რომელიც უნდა დაინგრეს და აუცილებლად დაინგრევა. გავაპროტესტებთ ბოლომდე, გავაპროტესტებთ სადაც საჭირო იქნება, ყველგან მივალთ, ყველა ელჩთან, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასთან, არ დავტოვებთ არც ერთ შემთხვევაში. ამათგან არანაირი პოზიტიური მოლოდინი არ არსებობს“,- განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმდინარაძე: მიხეილ სააკაშვილი ისეთ ბინძურ უხამსობებს მიმართავს ჩვენი გმირი პოლიციელების წყობიდან გამოსაყვანად, რომ გამეორებაც არ მინდა
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: გამოხატვის თავისუფლების ერთმა ფორმამ არ უნდა გადაფაროს და შეიწიროს მეორე