„მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრებმა „ქართული ოცნების“ ოფისთან აქცია გამართეს

„მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრებმა „ქართული ოცნების“ ოფისთან აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, „ოცნება“ უარს ამბობს დემოკრატიულ სამყაროზე და ქვეყანაში შემოუშვა ის ადამიანები, რომლებიც ქართული სახელწიფოს მიმართ მტრულად არიან განწყობილი.

აქტივისტები მოქალაქეებს 15 მაისს აქციაზე გამოსვლისკენ მოუწოდებენ.

„მოძრაობა საქართველოსთვის“ აქტივისტების თქმით, პოლიციის ის მობილიზება, რომელიც დღეს „ქართული ოცნების“ ოფისთან იყო, არასოდეს ყოფილა. მათი თქმით, ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებას ქართველი ხალხის შიში აქვთ.

banner
წინა სტატიაშიჰოლივუდის მსახიობმა უმუშევრებს ფული დაურიგა
შემდეგი სტატიაევროპარლამენტარები: საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა ჩვეულებისამებრ ვეღარ გაგრძელდება