“მოძრაობა საქართველოსთვის” დღეს პარლამენტთან კომენდანტის საათს ისევ დაარღვევს

“მოძრაობა საქართველოსთვის” დღეს პარლამენტთან კომენდანტის საათს ისევ დაარღვევს. აქტივისტები ამჯერად საქართველო-ესპანეთის საფეხბურთო მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას დედაქალაქის მთავარ მოედანზე გამართავენ.

კარვების ქალაქში მზადება 2 საათიდან დაიწყება, სადაც აქტივისტები გულშემატკივრებისთვის სპეციალურ ეკრანს დაამონტაჟებენ. “მოძრაობა საქართველოსთვის” წევრები მოქალაქეებს, რომლებმაც საფეხბურთო მატჩისთვის ბილეთების შეძენა ვერ მოახერხეს, მოუწოდებენ რომ მივიდნენ რუსთაველის გამზირზე და უგულშემატკივრონ საქართველოს ნაკრებს.

banner
წინა სტატიაშიდღეს ბორჯღალოსნები რუმინეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან
შემდეგი სტატიასაქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში ახალგაზრდული პარლამენტის წევრებთან შეხვედრა გაიმართა