„მოძრაობა – სახელმწიფო ხალხისათვის“ ე.წ კაბელების საქმეზე საგანგებო განცხადებას ავრცელებს

პაატა ბურჭულაძე და „მოძრაობა – სახელმწიფო ხალხისათვის“ ე.წ კაბელების საქმესთან დაკავშირებით საგანეგებო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “თაიმერი” უცვლელად გთავაზობთ:

“ე.წ. კაბელების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილმა განაჩენმა, კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ქვეყანაში სასამართლო ხელიუფლება არ არსებობს. სასამართლო სისტემას, როგორც, „ნაციონალური მოძრაობის“, ასევე „ქართული ოცნების“ დროსაც ხელისუფლება სრულად აკონტროლებს. მოსამართლე იქცა ხელისუფლების ნება-სურვილის გამფორმებლად. სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, თუ რატომ მფარველობს „ნაციონალური მოძრაობის“ ინკვიზიტორი მოსამართლე მურუსიძე დღევანდელ ხელისუფლებას. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გადაიბირა და გააგრძელა წინა ხელისუფლების რეჟიმი და ამ რეჟიმს დღეს ჰქვია მურუსიძე. „ბაცილა მურუსიძე“ უნდა ჩამოშორდეს სასამართლო ხელისუფლებას.

„მოძრაობა – სახელმწიფო ხალხისათვის“ და პაატა ბურჭულაძე მოუწოდებს მოსამართლეებს არ დაემორჩილონ ხელისუფლების ნება-სურვილს. სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ პატიმრობაში მყოფებს და პარტია „თავისუფალ დემოკრატებს“ – კონკურენცია სრულდება იქ, სადაც იწყება „ბაცილა მურუსიძე“, რომლისგანაც ერთად უნდა დავიხსნათ სამშობლო. დღევანდელი გადაწყვეტილებით ხელისუფლებამ თავის თავს განაჩენი გამოუტანა და დაგვანახა, რომ ის არაფერზე უკან არ დაიხევს. დღევანდელი სასამართლო განაჩენის შემდეგ, ხელისუფლების შესანარჩუნებლად მათი მომდევნო ნაბიჯი იქნება მედიის თავისუფლების კიდევ უფრო მეტად შეზღუდვა, უკვე შემდეგ კი – არჩევნების დღეს, თავისუფალი არჩევანის უფლების წართმევა. თუ ვერ მოვახერხებთ მდგომარეობის დღესვე გამოსწორებას, 9 ოქტომბერს გვიანი იქნება.”- აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიბრიტანეთის მთავრობა ევროპელებს მასობრივი დეპორტაციით ემუქრება
შემდეგი სტატიანინო ბურჯანაძე: ამჯერად ჩვენ ხარისხიანი ქართველების აქციებს ვიხილავთ