მოძრაობა მლეთა–კობის მონაკვეთზე ამ დრომდე პარალიზებულია

ბოლო 15 საათია მლეთა-კობის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა აიკრძალა. მიზეზი ძლიერი თოვა, ქარბუქი და ზვავსაშიშროებაა. ათობით ავტომანქანის მძღოლი და მგზავრები გზის გახსნას მთელი დღის განმავლობაში ელოდნენ. მინუს 10 გრადუსიან ყინვაში ლოდინი უწევდათ მცირეწლოვან ბავშვებსაც.

ჯვრის უღელტეხილის გახსნას ელოდებიან იმ მსუბუქი ავტომობილების მძღოლებიც, რომლებიც საქართველოდან რუსეთის მიმართულებით მიემგზავრებიან. ისინი ამბობენ, რომ საწვავის დეფიციტის გამო თბილისში დაბრუნებასაც ვეღარ ახერხებენ.

გუდაურში ჩარჩენილები არიან ტურისტებიც, ისინი უამინდობის გამო თბილისში გამომგზავრებას ვერ ახერხებენ.

100- მდე მსუბუქი ავტომანქანა და ავტობუსია გაჩერებული ანანურთანაც. მგზავრებს ბავშვებთან ერთად ღამის გათენება სავარაუდოდ ტრანსპორტში მოუწევთ.

მლეთა – გუდაურის გზაზე დღის განმავლობაში ზვავი რამდენჯერმე ჩამოწვა. შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობა უკვე დაიწყო სპეციალურმა ტექნიკამ, თუმცა როდის დასრულდება 26 კილომეტრიანი მონაკვეთის გაწმენდითი სამუშაოები უცნობია.

სინოპტიკოსები კი ხვალ მთაში კვლავ თოვლს ვარაუდობენ.

banner
წინა სტატიაშიგია ჟორჟოლიანი: საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები არა ტექნიკური, არამედ ფუნდამენტური ცვლილებაა
შემდეგი სტატიაეგვიპტეში სამმა უცნობმა ტურისტებს ცეცხლი გაუხსნა