მოძრაობა “ლელოს” წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის მერიასთან საცხოვრებელი კოტეჯი მიიტანეს
სხვა სტატიები
მოძრაობა “ლელოს” წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის მერიასთან საცხოვრებელი კოტეჯი მიიტანეს, რომელიც სპეციალურად დევნილი ოჯახისათვის დაამზადეს, მას შემდეგ რაც მცოცავი ოკუპაციის გამო გუგუტიანთკარში ადგილობრივმა მოსახლე გივი რაზმაძემ პროტესტის ნიშნად საცხოვრებელი სახლი თავისი ხელით დაშალა.
მამუკა ხაზარაძემ სწორედ მაშინ განაცხადა, რომ ამ ოჯახისთვის სახლს შეიძენდა. მოძრაობა “ლელოს” წევრის თეონა დოლენჯაშვილის თქმით, სახლი უკვე მზად არის, დაშლილ მდგომარეობაში მერიასთან დევს და ითხოვენ ადგილს გუგუტიანთკარში სადაც ამ სახლის მონტაჟი განხორციელდება.
დღესვე მათთვის ცნობილი გახდა, რომ რაზმაძეები კოტეჯის ჩადგმას საოკუპაციო ზოლის მიმდებარე სოფლის ნაცვლად გორში ითხოვენ, რაც მოძრაობისთვის ყოვლად მიუღებელია. ისინი მზად არიან საცხოვრებელი სახლი გადასცენ ნებისმიერ მსურველს ვინც ე.წ. საზღვრისპირა სოფელ გუგუტიანთკარში ცხოვრებას არ შეუშინდება.