16.8 C
Tbilisi
კვირა, აპრილი 19, 2026
banner

მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის – ,,სამშვილდეს ნაქალაქარი უნდა აღდგეს”

,, ჩვენ ვკარგავთ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ისეთ უნიკალური ძეგლს, რომელიც არამარტო ყველაზე დიდი ნაქალაქარია საქართველოში,არამედ ერთადერთი ძეგლია ამიერკავკასიაში, რომელიც ხელუხლებელი ავთენტურობით არის შემორჩენილი.შეუძლებელია, სახელმწიფომ არ იზრუნოს მასზე და არ გამოიყენოს მისი უნიკალურობა“. – აცხადებს,,მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის” ხელმძღვანელი ნინო ბურჭულაძე.

საზოგადოებრივმა გაერთიანებამ „მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ დაიწყო საინფორმაციო კამპანია- „ ახალი სიცოცხლე სამშვილდეს“.

კამპანიის მიზანს საზოგადოების ფართო ფენებისთვის სამშვილდის ნაქალაქარის ისტორიის, მისი დღევანდელი პრობლემების და ტურისტული პოტენციალის უკეთ გაცნობა წარმოადგენს.

კამპანიაში მოწვეულმა მეგზურებმა- არქეოლოგმა გოდერძი ნარიმანაშვილმა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ანთიძემ, მედია-ტურის მონაწილეებს არამარტო დაათვალიერებინეს საქართველოს ეს უდიდესი ნაქალაქარი, არამედ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს ტერიტორიაზე ბოლო წლებში განხორციელებული მნიშვნელოვანი არქეოლოგიური აღმოჩენების შესახებ.

„მოძრაობა კულტურული მემკვიდროებისთვის“ ჩვენი კამპანიით, რომელიც სხვადასხვა აქტივობებს ითვალისწინებს შევეცდებით არა მხოლოდ საზოგადოების, არამედ ხელისუფლების ყურადღების კონცეტრირებასაც სამშვილდის პრობლემებზე. დღეს კიდევ ერთხელ ვნახეთ თუ რა მძიმე მდგომარეობაშია ნაქალაქარის ცალკეული ნაწილები ამიტომ დროა ვიმოქმედოთ.

კიდევ ერთხელ მივმართავთ კულტურის და ინფრასტრუქტურის სამინისტროებს ძეგლის ტურისტული პოტენციალის გამოყენების მიზნით, დაიწყოს მსჯელობა სამშვილდის ნაქალაქარში ფართომაშტაბიანი სამუშაოების განხორციელების თაობაზე”-განაცხადა ნინო ბურჭულაძემ.

ნაქალაქარის სტუმრები ასევე ადგილზე გაეცნენ რამდენიმე წლის წინ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ შექმნილ სამუშაო გეგმას,რომელიც სამშვილდის ნაქალაქარის მძლავრ ტურისტულ ცენტრად გადაქცევის ითვალიწინებს.

მედუა-ტურის კამპანიის ფარგლებში აღნიშნეს, რომიმის 2018 წლის შემდეგ ნაქალაქარში გაწმენდითი სამუშაოები აღარ ჩატარებულა. გაზრდილი მცენარეული საფარის გამო, ზოგიერთ უბანში ათასწლოვანი ქუჩები და ნამოსახლარები აღარ იკითხება.ზაფხულში კი ტერიტორია ქვეწარმავლების ბუდედ არის ქცეული, რის გამოც ძეგლის მონახულება უკვე გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული.

განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაშია სამშვილდის ციტადელის ცალკეული ნაწილები და სიონის ნაშთები, სამწუხაროდ უძველეს თავდაცვის კედლებს საფრთხეს არამარტო ასაკი და ბუნებრივი პროცესები არამედ დამთვალიერებელთა უკონტროლო გადაადგილებაც უქმნის.

სამშვილდის ციტადელზე ( ბოლო დროს უკვე სიონის შემორჩენილ კედლებზეც) ასვლა და ფოტოს გადაღება დღეს ერთგვარ რიტუალად იქცა.

banner
წინა სტატიაშიგაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო გმობს ირანის თავდასხმებს მეზობელ ყურის ქვეყნებზე
შემდეგი სტატია“თვალში ხომ არ გეპატარავებით?”- დაპირისპირება მიხეილ სააკაშვილსა და მოსამართლეს შორის