
აღნიშნულ მონაკვეთში სამუშაოები უკვე შეჩერებულია, თუმცა აქამდე უცნობია, იგეგმება თუ არა გამოვლენილი ფენების შესწავლა და რა ბედი ელით სამომავლოდ. ასევე დღემდე უცნობია იმ სპეციალისტის ან სპეციალისტთა ჯგუფის ვინაობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც კანონის შესაბამისად არქეოლოგიურ ზედამხედველობას უნდა ახორციელებდეს სარეაბილიტაციო სამუშაოებზე. „მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ მიესალმება ყველა იმ პროექტს, რომელიც დედაქალაქის იერსახის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად,თუმცა ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვანია სამუშაო პროცესში დაცული იყოს კანონი “კულტურული მემკვიდრეობის შესახებ”(თავიIII,მუხლი10) “მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის” მიმართავს კულტურის სამინისტროს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს და დედაქალაქის მერიას დაიწყონ კონსულტაციები, კანონით განსაზღვრულ ვადებში რუსთაველის გამზირზე გამოვლენილი არქეოლოგიური ფენებისა თუ არტეფაქტების შესასწავლად და პროექტის მიმდინარეობისას არქეოლოგიური საზედამხედველო პროცესის უკეთ კოორდინირებისთვის.”














