მოძრაობა “გაბედეს” წევრები დეპუტატ სოფიო კილაძეს ბიუროსთან მივიდნენ

აქცია ნაძალადევის რაიონში -მოძრაობა “გაბედეს” წევრები დეპუტატ სოფიო კილაძეს ბიუროსთან მივიდნენ.

მათი მთავარი მოთხოვნაა, ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარისგან მოისმინონ პასუხი, რატომ არ მოახდინა რეაგირება სოფიო კილაძემ იმ დარბევებზე, რომელიც მცხეთაში განვითარდა.

“სამი, ოთხი დღის წინ, პირადად მე, ქალაქ მცხეთაში დეპუტატის მიერ მოგზავნილმა ამ ზონდერებმა, ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენეს. რეაგირება ამას არ მოჰყოლია, ეს იყო სამარცხვინო ფაქტი და სოფიო კილაძე გახლავთ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე და მას ევალება სულ მცირე, შეფასება მაინც გააკეთოს. ამის გასარკვევად ვართ მოსულები. გვითხრას, იყო თუ არა ის ვანდალური, ზონდერული თავდასხმა, დარღვევა ადამიანის უფლებების. რაც შეეხება ხუნდაძეს, ეგ ყოფილა მართლა სამარცხვინო ადამიანი“ – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

banner
წინა სტატიაშიმამა ანდრია დაკავებულ ბერზე- თავს უფლებას აძლევენ, ხედავენ, ეკლესიაში უფრო დიდი ცოდვებია
შემდეგი სტატია“შეცვალეს” აქტივისტმა შსს-ში განცხადებასთან ერთად “გაიშნიკის” ჯოხი შეიტანა