მოძრაობა “დაიცავი კონსტიტუციის” წევრები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდებიან

მოძრაობა დაიცავი კონსტიტუციის წევრი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდებიან.

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერები დიპლომატებს მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო პროექტთან დაკავშირებით შენიშვნებს გააცნობენ.

მოძრაობის წევრები აცხადებენ, რომ შეხვედრაზე აქცენტი იმ ცვლილებებზე გაკეთდება, რომელიც, მათი თქმით, ქვეყანას ავტორიტარული რეჟიმის მქონედ აქცევს.

„ყველა ჩვენ მოკავშირეს შევატყობინებთ, რომ საქართველო წინააღმდეგია ამ თავსმოხვეული, დამღუპველი ავტორიტარული მოდელისა, რომელსაც ქართული ოცნება და ოლიგარქი ახვევენ ქართულ სახელმწიფოს თავს,“ – განაცხადა ნიკა რურუამ.

კამპანია დაიცავი კონსტიტუციაში შემავალი ოპოზიციური პარტიები არ იზიარებენ პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას, ასევე საარჩევნო სისტემის შეთავაზებულ მოდელს და მანდატების გადანაწილების პრინციპს.

banner
წინა სტატიაშითორნიკე კაჭარავას ადვოკატი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებს
შემდეგი სტატიარაც უფრო გრძელდება ეს პროცესი, უფრო მეტი კითხვის ნიშანი ჩნდება – ომბუდსმენი თორდიაზე განხორციელებულ თავდასხმაზე