გატყობინებთ, რომ როგორც მშობლები, ისე მასწავლებლები ვართ მოლოდინის რეჟიმში და მოვითხოვთ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მხრიდან ოფიციალურ გადაწყვეტილებას 21-ე საჯარო სკოლასთან დაკავშირებით,- წერს მოძრაობა “21-ე საჯარო სკოლის გადასარჩენად” სოციალურ ქსელში.
,,ამ წუთამდე არ ვიცით, ორშაბათიდან (28 სექტემბერი) შეძლებენ თუ არა მოსწავლეები სწავლის გაგრძელებას. ამავდროულად, სკოლასთან დაწყებულია შემოღობვის სამუშაოები, რომლის შესახებაც ინფორმაცია არ მიგვიღია!”,- აღნიშნულია განცხადებაში.








