მოძალდე, რომელიც “თაიმერმა” ამოიცნო მეუფე სტეფანეს მრევლია

მოძალდე,რომელიც “თაიმერმა” ამოიცნო მეუფე სტეფანეს მრევლია. ყოველ კვირას ის მარტვილში იმყოფება. “თაიმერის” კორესპონდენმა აკო ქიქავამ დაადგინა მისი ვინაობა. ის ქუთაისელია და მისი სახელი გვარია ცოტნე ჩიხლაძე.

კადრებიდან ჩანს, რომ ცოტნე ჩიხლაძემ “TV პირველის” ოპერატორზე, ლექსო ლაშქარავაზე იძალადა.

ცნობისთვის, 5 ივლისს პრაიდის კვირეული თბილისში ღირსების მარშით უნდა დამთავრებულიყო. დილიდან რუსთაველზე შეკრებილმა ძალადობრივმა და ჰომოფობიურმა ჯგუფებმა დაარბიეს პარლამენტის წინ ოპოზიციის მხარდამჭერების კარვები, სცადეს “სირცხვილიას” ოფისში შეჭრა, შეიჭრნენ და დაარბიეს “თბილისი პრაიდის” ოფისი. ძალადობრივი ჯგუფების კონტრაქცია საპატრიარქოს ჰქონდა დაგეგმილი, პოლიცია კი ვერ ახერხებდა მშვიდობიანი მოქალაქეების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების დაცვას.

banner
წინა სტატიაშიჭავჭავაძის გამზირზე შუქნიშნები დროებით გაითიშა
შემდეგი სტატიაკუჭავა – სამარცხვინო იყო, რაც გუშინ ვიხილეთ, უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც ძალადობაში მონაწილეობდა