“მოდით პირდაპირ ვიტყვი… თუკი ქვეყნები მკაცრ ჯანდაცვით ზომებს არ დაიცავენ, პანდემია გახდება უარესი, უარესი და უარესი” – ჯანმოს ხელმძღვანელი

admin
ავტ.: admin ივლისი 14, 2020 12:09

“მოდით პირდაპირ ვიტყვი… თუკი ქვეყნები მკაცრ ჯანდაცვით ზომებს არ დაიცავენ, პანდემია გახდება უარესი, უარესი და უარესი” – ჯანმოს ხელმძღვანელი

ჯანმოს ხელმძღვანელის, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის განცხადებით კორონავირუსი კვლავ მსოფლიოს მთავარ პრობლემად რჩება.
გებრეიესუსის თქმით, თუ ქვეყნები სათანადო რეკომენდაციებს არ დაიცავენ, მაშინ კორონავირუსის გავრცელების მაშტაბები კიდევ უფრო გაიზრდება.
ჯანმოს ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ გარკვეული ქვეყნები ამ მხრივ ძალიან ცუდი მიმართულებით მიდის.

„მოდით პირდაპირ ვიტყვი – ძალიან ბევრი ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის. ვირუსი კვლავ რჩება საზოგადოების ნომერ პირველ მტრად, მაგრამ ბევრი მთავრობისა და ხალხის ქმედებები ამას არ ასახავს. ვირუსის ერთადერთი მიზანია იპოვოს ხალხი და დააინფიციროს.
თუკი მთავრობები მკაფიო კომუნიკაციას არ მოახდენენ მათ მოქალაქეებთან და არ შეიმუშავებენ ყოვლისმომცველ სტრატეგიას, რომელიც ორიენტირებული იქნება გადაცემის აღკვეთისა და ადამიანების გადარჩენისკენ, თუკი მოსახლეობა არ დაიცავს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ძირითად პრინციპებს, რაც გულისხმობს ფიზიკურ დისტანცირებას, ხელების დაბანას, პირბადეების ტარებას, ხველებისას ეტიკეტს და ავადმყოფობის დროს სახლში ყოფნას – თუკი ძირითადი პრინციპები არ იქნება დაცული, მაშინ პანდემია მხოლოდ ერთი გზით წავა. ის გახდება უარესი, უარესი და უარესი“, – აღნიშნა გებრეიესუსმა.

admin
ავტ.: admin ივლისი 14, 2020 12:09