“მოდის არჩევნები და შეუძლია თითოეულ მოქალაქეს გააკეთოს უფრო დაფიქრებული და მისაღები არჩევანი“ – დავით უსუფაშვილი

NDI-ის კვლევის პოლიტიკური ნაწილი. ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი პოლიტიკური პარტიებისა და ლიდერების რეიტინგებს აქვეყნებს.

ცალკე თავის ეთმობა კვლევაში პარლამენტის საქმიანობას და შედეგები საკამოდ უარყოფითია. როგორც ირკვევა, მოსახლეობის დიდმა ნაწილმა საერთოდ არ იცის ვინ არის მისი მაჟორიტარი დეპუტატი.

NDI-ის კვლევას გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე.

„საპარლამენტო არჩევნებში მოსახლეობის მონაწილეობის მაჩვენებელი საქართველოში არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მაღალი მსოფლიო საპარლამენტო არჩევნებს შორის. რაც შეეხება იმას, ვინ კმაყოფილია და ვინ უკმაყოფილო თავისი არჩევანით, მაჟორიტარით თუ პოლიტიკური პარტიით, აგერ მოდის არჩევნები და აქ შეუძლია თითოეულ მოქალაქეს გააკეთოს უფრო დაფიქრებული და მისთვის მისაღები არჩევანი,“ – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

გამოკითხვა მთელი ქვეყნის მასშტაბით 23 თებერვლიდან 14 მარტამდე პერიოდში ჩატარდა და მასში 4 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა.

banner
წინა სტატიაში„ნდობა რომ ნაკლებია NDI-ის კვლევებთან დაკავშირებით, ეს არა ერთხელ დადასტურდა,” – ომარ ნიშნიანიძე
შემდეგი სტატიანინო ბურჯანაძის პარტია NDI-ს კვლევებს უნდობლობას უცხადებს