“მოდი, ყველამ თავის კონსტიტუციას მიხედოს” – ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილის საქართველოში შვეიცარიის საელჩოს პოსტს, რომელმაც სოციალურ ქსელში საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის შინაარსი გამოაქვეყნა.
პაპუაშვილის თქმით, ნეიტრალური შვეიცარიის საელჩო უადგილოდ აჟიტირდა.
“ევროკავშირიდან გასული დიდი ბრიტანეთის შემდეგ, ახლა უკვე ევროკავშირში არასდროს შესული შვეიცარია აღელდა ევროინტეგრაციაზე.
მოდი, ყველამ თავის კონსტიტუციას მიხედოს.
ნეიტრალური შვეიცარიის საელჩო რომ უადგილოდ აჟიტირდება, მაშინ კი ნამდვილად უნდა მიხვდე კაცი, რომ გეოპოლიტიკურად აღრეულ დროებაში ცხოვრობ.“, – წერს ის.



















