“მოდერნას” მესამე დოზა კორონავირუსის რამდენიმე ვარიანტზე ანტისხეულებს გამოიმუშავებს

წინასწარი მონაცემებით, კომპანია “მოდერნას” ვაქცინის მესამე დოზა ორგანიზმში კორონავირუსის სამხრეთაფრიკულ და ბრაზილიურ ვარიანტებზე ანტისხეულებს გამოიმუშავებს – ამერიკული კომპანიის სპეციალისტები ამ დასკვნამდე მივიდნენ კვლევების შედეგად, რომელშიც “მოდერნას” ვაქცინას და სამხრეთაფრიკული ვარიანტის წინააღმედ ექსპერიმენტალურ პრეპარატს იყენებენ – “დოიჩე ველე” წერს.

“მოდერნა” ერთ-ერთია იმ ოთხ ვაქცინას შორის, რომელიც კორონავირუს კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ავტორიზებულია ევროპისა და ამერიკის წამლების სააგენტოების მიერ.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიგერმანულმა სასამართლომ კომენდანტის საათის გაუქმებაზე შესული სარჩელი არ დააკმაყოფილა
შემდეგი სტატიაბიზნესმენი ლევან ვასაძე აცხადებს, რომ პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილება მიიღო