მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენებისა და აფხაზეთის დღესთან დაკავშირებით პარაკლისი აღევლინა

მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენებისა და აფხაზეთის დღესთან დაკავშირებით სიონის საკათედრო ტაძარში დეკანოზმა მაქსიმე ჭანტურიამ პარაკლისი აღავლინა.

ტაძარში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელი გოგი ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და დევნილი საზოგადოება იმყოფებოდნენ.

23 მაისი, სვიმონ კანანელის ხსენების დღე უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით აფხაზეთის დღედ დადგინდა.
2014 წლიდან 23 მაისს ყოველწლიურად აფხაზეთის დღე აღინიშნება.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დონალდ ტრამპმა მამუკა ბახტაძეს მისალოცი წერილი გამოუგზავნა
შემდეგი სტატიალონდა თოლორაია სტუდენტის სექსუალური შევიწროებაზე – „მას შემდეგ რაც ყველა საჭირო მტკიცებულება იქნება მოპოვებული, დადგება ამ ქმედების სამართლებრივი შეფასების საკითხი“