მოჭიდავეების მიერ რუსეთის დროშის ფონზე ძამბოლატ თედეევის გამოსახულებიანი მაისურების ჩაცმა დაუფიქრებელი ნაბიჯი იყო-მიხეილ ბატიაშვილი

სპორტსმენებმა ბოდიში მოიხადეს. ეს დაუფიქრებელი ნაბიჯი იყო, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრების მწვრთნელის და ნაკრების წევრების მიერ რუსეთის დროშის ფერებში შეკერილი, ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტის წევრ ძამბოლატ თედეევის გამოსახულებიანი მაისურების ჩაცმასთან დაკავშირებით განაცხადა.

„თემა იმდენად სენსიტიურია, რომ ჯობია წინასწარ დავფიქრდეთ, ვიდრე ასეთ ნაბიჯს გადავდგამთ. ვფიქრობ, რომ სპორტსმენებმა გააცნობიერეს ეს ნაბიჯი და მოიხადეს ბოდიში”, – განაცხადა მინისტრმა.

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებმა და მთავარმა მწვრთნელმა რუსეთის დროშის ფერებში შეკერილი, ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტის წევრ ძამბოლატ თედეევის გამოსახულებიანი მაისურები მოირგეს.

ფოტოზე, რომელიც „რადიო თავისუფლებას“ მიაწოდეს, ქართველი და რუსი მოჭიდავეები ერთად დგანან. მსოფლიოს ჩემპიონებს – გენო პეტრიაშვილსა და ზურაბ იაკობიშვილს და ნაკრების თავკაც გიორგი იანტბელიძეს ერთნაირი მაისურები აცვიათ, რომელზეც რუსეთის დროშის ფონზე გამოსახულია ძამბოლატ თედეევის ფოტო.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი- მე დავიწყებ კონსულტაციებს,როცა ,,ქართული ოცნება” საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს
შემდეგი სტატია“ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის” ოფისის გაქურდვაში მონაწილე პირების იდენტიფიცირება ამ დრომდე ვერ მოხერხდა