11.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
banner

“მოაწყობენ დოღს ქოცობაში და ამ შეჯიბრში გამარჯვებულ ბედაურს დანიშნავენ რექტორად” – ლევან სანიკიძე განათლების მინისტრის განცხადებაზე

“მოაწყობენ დოღს ქოცობაში და ამ შეჯიბრში გამარჯვებულ ბედაურს დანიშნავენ რექტორად”, – ამ შინაარსის განცხადებით გამოეხმაურა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი წევრი, ლევან სანიკიძე, განათლების მინისტრის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, გივი მიქანაძემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ თსუ და ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდნენ.
“თაიმერი” ლევან სანიკიძის წერილს უცვლელად გთავაზობთ:
“გეგმა მარტივი და გასაგებია:
1. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდებიან;
2. მოაწყობენ დოღს ქოცობაში და ამ შეჯიბრში გამარჯვებულ ბედაურს დანიშნავენ რექტორად;
3. სწავლის ხარისხი კიდევ უფრო დაეცემა, იქნება ნაკლები გაცვლითი პროგრამა;
4. დიპლომის წონა კიდევ უფრო შემცირდება;
5. ვინც კი ოდნავ ნორმალური, ჯანსაღად მოაზროვნე ლექტორი დარჩა რეორგანიზაციას “შეეწირება”;
6. რაც მთავარია, უნივერსიტეტების ბალანსზე არსებულ კორპუსების მნიშვნელოვან ნაწილს დაყიდიან და სახელისუფლებო დეველოპერებს თბილისის ცენტრში ახალ სიმახინჯეებს ააშენებინებენ.
კლასიკური ქოცური სქემაა, ეზიზღებათ განათლებული ადამიანი”, – წერს ლევან სანიკიძე სოციალურ ქსელში.
banner
წინა სტატიაშიზურაბ დავითაშვილი: “ე.წ. განათლების რეფორმა საქართველოს მთლიანად ხსნის ევროპული განათლების სივრციდან და მომავალს უსპობს ქვეყანას”
შემდეგი სტატიაიუკნევიჩიენე: საქართველოში რეპრესიები მძაფრდება, EU-ის ქვეყნებმა იმოქმედონ