,,მოარული ხმები, რომ სახელმწიფო მოქალაქეების ინტერესების საწინააღმდეგო რამეს გეგმავს, არის სიცრუე”

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, მოარული ხმები, რომ სახელმწიფო მოქალაქეების ინტერესების საწინააღმდეგო რამეს გეგმავს და დაურეგისტრირებელი ქონების წართმევას აპირებს, სიცრუეა.

ამის შესახებ უსუფაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

“მინდა, კიდევ ერთხელ განვმარტო და ყველას მოგიწოდოთ, რომ მოსახლეობას მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია, იმიტომ, რომ მოარული ხმები, რომ ვინმე დაურეგისტრირებელი ქონების წართმევას აპირებს თუ სახელმწიფო მოქალაქეების ინტერესების საწინააღმდეგო რამეს გეგმავს, არის სიცრუე. ვიცი, რომ აგრარულ საკითხთა კომიტეტი მთავრობასთან ერთად აქტიურად მუშაობს, ჩართულები არიან დარგობრივი ეკონომიკისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტები. ჩვენ გვექნება სწორედ სხვა მიმართულებით გადაწყვეტილებები – როგორ დავეხმაროთ მოქალაქეებს, რომ იურიდიულად გაიფორმონ ის მიწის ნაკვეთები, რომლებსაც წლებია და ზოგჯერ ათწლეულებია ფაქტიობრივად ფლობენ, მაგრამ იურიდიული საბუთების გაუმართაობის გამო სრულფასოვნად ვერ ახერხებენ თავიანთი საკუთრების გამოყენებას, განკარგვას სასოფლო-სამეურნეო თუ სხვა სახის დანიშნულებისთვის. ასე,რომ ამ საკითხებზე პარლამენტში მალე გვექნება მსჯელობა მოქალაქეთა უფლებების განსამტკიცებლად და არა პირიქით”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“არ გამართლდა არაკეთილმოსურნეთა შეფასებები, რომ სახელმწიფო რელიგიებზე კონტროლს ცდილობს”
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრი „ავღანეთის ვეტერანთა საქართველოს კავშირის“ წევრებს შეხვდა