მოაგროვებს თუ არა ე.წ გერმანული მოდელი თემატურ უმრავლესობას- რა მოლოდინი აქვს არასაპარლამენტო ოპოზიციას

არასაპარლამენტო ოპოზიციაში განსხვავებული მოსაზრებებია იმასთან დაკავშირებით შეძლებს თუ არა მათ მიერ მხარდაჭერილი ე.წ გერმანული მოდელი საპარლამენტო მხარდაჭერის მოპოვებას. ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ბაჩუკი ქარდავას საპარლამენტო ოპოზიციას რესურსების სრული მობილიზაციისკენ მოუწოდებს:
„პარლამენტში ეს საქმე დაძრულია. ახლა უკვე დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მოახერხებს საპარლამენტო ოპოზიცია, რომ მოახდინონ თავისი რესურსის და ყველა წევრის მობილიზება, რა შემთხვევაშიც იქნება შესაძლებელი მოვიპოვოთ თემატური უმრავლესობა და მოვახერხოთ ხელისუფლების უმრავლესობის დამარცხება.“- განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.

„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრის გიორგი ახვლედიანის მოსაზრებით კი თემატური უმრავლესობის მოგროვება პარლამენტში ვერ მოხერხდება, რადგან საპარლამენტო ოპოზიციის წევრებმა უფასო სარეკლამო საეთერო დროის სანაცვლოც გერმანული მოდელის მხარდაჭერაზე უარი განაცხადეს.

„არანაირი ცვლილება არ მოხედება იმიტომ რომ ე.წ გერმანული მოდელის მხარდასაჭერად თემატური უმრავლესობა , 76 დეპუტატი არ შეგროვდება. იმიტომ რომ მათ გაყიდეს გერმანული მოდელი უფასო სარეკლამო საეთერო დროში გაყიდეს, იმიტომ რომ არასაპარლამენტო სუბიექტებს წაართვან და გადაინაწილონ“- განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.

ე.წ გერმანული მოდელი არასაპარლამენტო ოპოზიციის ინტერპარტიული ჯგუფის მიერ იქნა შემუშავებული, რომელიც პარლამენტში რესპულიკური პარტიის მიერ იქნა ინიცირებული.

საარჩევნო სისტემის გერმანული მოდელი მანდატების განაწილების წესის შეცვლას გულისხმობს. ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, პარტიული და მაჟორიტარული სიით ასარჩევი დეპუტატების რაოდენობა იგივე რჩება – 77 დეპუტატი პარტიული სიით, ხოლო 73 – მაჟორიტარული წესით იქნება არჩეული.

გერმანული მოდელის თანახმად, პარტია არჩევნებში გაიყვანს იმდენ დეპუტატს პარტიული სიით, რა პროცენტული მაჩვენებელიც მიიღო მან არჩევნებში.

რაც შეეხება მაჟორიტარული წესით არჩული ყველა კანდიდატებს, ყველა მათგანი დაიკავებს ადგილს პარლამენტში, მიუხედავად პარტიის მიერ პროპორციული სისტემით მიღებული შედეგისა.

იმ შემთხვევაში თუ პარტია პროპორციული სისტემით მეტი მაჩვენებელი დააგროვა, ვიდრე მაჟრიტარული წესით არჩევისას, დარჩენილ ადგილებს პოლიტიკური სუბიექტები პარტიული სიიდან შეავსებენ.

პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, საარჩევნო ბარიერგადალახული პოლიტიკური სუბიექტების (პარტია/საარჩევნო ბლოკი) მანდატების რაოდენობა ტოლია არა მაჟორიტარული სისტემის და პარტიული სიით მიღებული მანდატების საერთო ჯამისა, არამედ პარლამენტის წევრთა საერთო რაოდენობის იმ პროცენტისა, ამომრჩეველთა ხმების რამდენი პროცენტი მიიღო პარტიულმა სიამ. საკუთრივ პარტიულ სიას მიკუთვნებული მანდატების რაოდენობა ტოლია პარტიის/საარჩევნო ბლოკის კუთვნილი ზემოაღნიშნული მანდატების რაოდენობისა და მაჟორიტარული წესით არჩეული მისი კანდიდატების რაოდენობის სხვაობისა.

იმ შემთხვევაში, თუ პარტიამ მაჟორიტარული წესით უფრო მეტი მანდატი მიიღო, ვიდრე მას ეკუთვნის მიღებული ხმების პროპორციის შესაბამისად, მის პარტიულ სიას მანდატი აღარ მიეკუთვნება. ასეთ შემთხვევაში მანდატების ეს ნამეტი გამოაკლდება მანდატების სრულ რაოდენობას (150-ს) და დარჩენილი მანდატები პროპორციულად გადანაწილდება დანარჩენ ზღურბლგადალახულ სუბიექტებს შორის.

თუ მაჟორიტარული სისტემით მანდატები მოიპოვეს იმ პარტიებმა, რომლებმაც ვერ გადალახეს საარჩევნო ზღურბლი, მანდატების ეს რაოდენობა, ისევე, როგორც ზემოაღნიშნული მანდატების ნამატი, გამოაკლდება მანდატების სრულ რაოდენობას (150-ს) და დარჩენილი მანდატები პროპორციულად გადანაწილდება დანარჩენ ზღურბლგადალახულ სუბიექტებს შორის.

პროექტის თანახმად, ხმების პროცენტის შესაბამისად მიღებული მანდატების რაოდენობის განსაზღვრისას გამოიყენება საარჩევნო კვოტის პრინციპი, ხოლო გაუნაწილებელი მანდატები განაწილდება უდიდესი ნაშთის მიხედვით.

ასევე პროექტით, თუ პარტიამ/საარჩევნო ბლოკმა გადალახა საარჩევნო ზღურბლი, მაგრამ როგორც პროპორციული, ასევე მაჟორიტარული სისტემით 6-ზე ნაკლები მანდატი მოიპოვა, მას მიეკუთვნება დამატებითი მანდატები 6-მდე შესავსებად, რისთვისაც თითო მანდატი რიგრიგობით დააკლდება იმ საარჩევნო სუბიექტებს, რომელთა მანდატების რაოდენობაც სხვა სუბიექტების მანდატების რაოდენობაზე ნაკლები, მაგრამ 7-ზე მეტია.

ამასთან, წარმოდგენილი პროექტი არ ითვალისწინებს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფების მიერ კანდიდატების წარდგენას მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში.

banner
წინა სტატიაშისამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ინიციატივით ზუგდიდის სტუდენტებმა თბილისის ტექნოპარკი დაათვალიერა.
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სიტყვით გამოვა