მნიშვნელოვანია ჟურნალისტების უსაფრთხოება ყოველთვის გარანტირებული იყოს, განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში – კელი დეგნანი

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში წინასაარჩევნო გარემოზე საუბრისას განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, ჟურნალისტების უსაფრთხოება ყოველთვის გარანტირებული იყოს.

“ჟურნალისტები ყველა დემოკრატიაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. ეს განსაკუთრებით ვრცელდება საპარლამენტო არჩევნების პერიოდზე, როდესაც მათი საქმე კიდევ უფრო გართულებულია კოვიდპანდემიის გამო,”- განაცხადა კელი დეგნანმა.

კელი დეგნანი საარჩევნო პერიოდში ჟურნალისტების დაცვის მნიშვნელობაზე საუბრობს.

“გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში, ხშირად მივიღეთ ინფორმაცია ქართველ ჟურნალისტებზე მუქარისა თუ თავდასხმის შესახებ. პასუხისმგებლიანი ჟურნალისტიკა დემოკრატიის საფუძველია და საარჩევნო პროცესისთვის აუცილებელი. მედია ინფორმაციას აწვდის ქართველ ხალხს კანდიდატების, პარტიებისა და მნიშვნელოვან საკითხებზე მათი შეხედულებების შესახებ,” – განაცხადა ელჩმა.

banner
წინა სტატიაშიამირან გამყრელიძე : კორონავირუსით მეორედ ინფიცირების შემდეგ ორგანიზმში იმუნიტეტი რჩება, თუმცა ხანგრძლივობასთან დაკავშირებით კვლევები მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაშსს : გთხოვთ, გამოიჩინოთ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და არ დარეკოთ 112-ზე არამიზნობრივად